logo
ENG



"მედია თავდასხმის ობიექტია" - ჰარცელს ბათუმში ჟურნალისტები მდუმარე აქციით დახვდნენ

18 ივლ 202118:53
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/18/xro8uvuzt2segyt.png

ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ბათუმის აეროპორტში მდუმარე აქციის დახვდნენ.

ჟურნალისტებს ბანერები ჰქონდათ მიტანილი წარწერებით: "ლექsosთვის", "მედია თავდასხმის ობიექტია".

მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველას შეახსენებენ, თუ როგორ პირობებში მუშაობენ საქართველოში ჟურნალისტები და იბრძოლებენ მანამ, სანამ პასუხისმგებელი პირები არ დაისჯებიან.

„ლექსო მოკლეს და მერე გააყალბეს, შავი პიარი აუგორეს. ვნახულობთ, როგორ აქტიურად ცდილობს სახელისუფლებლო ძალები, ეს პროტესტი შეფუთოს, თითქოს ვმანიპულირებთ. სირცხვილია, რომ დღეს ჩვენ ამას ვისმენთ.

ყველას შევახსენებთ, რომ ამ ქვეყანაში ჟურნალისტებს დევნიან, კლავენ და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ დაისჯებიან მოძალადეები და სანამ არ აიღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შესაბამისი პირები", - ამბობს ტვ პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელია.

 

5 ივლისს ღირსების მარში იყო დაგეგმილი, თუმცა რუსთაველის გამზირი დილიდან დაიკავეს მოძალადე ჰომოფობებმა, რის გამოც თბილისი პრაიდმა მარში გააუქმა. საპატრიარქოსა და მოძალადე ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებსა და გამვლელებზე. სულ მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

 


close დახურვა